logo

"მილანმა" კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა

"მილანმა" კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა

რადე კრუნიჩი 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ფრაიბურგში" გადავა. "SportskaCentrala"-ს მტკიცებით კი მას ტომა ბაშიჩი შეცვლის. ანტე რებიჩის შემდეგ, 23 წლის ნახევარმცველი მეორე ხორვატი ფეხბურთელი იქნება "მილანში".

ბაშიჩი 2018 წლის აგვისტოში "ჰაიდუკიდან" "ბორდოში" გადაბარგდა და მას შემდეგ ფრანგული კლუბის მაისური 48 შეხვედრაში მოირგო, გაიტანა 6 გოლი, ხოლო თანაგუნდელებს სამჯერ გაატანინა.

ასევე დასახელდა სატრანსფერო თანხაც - 10 მილიონი ევრო. ტომას ტრანსფერი დაბრკოლება იქნება ბაკაიოკოს ტრანსფერში, რადგან კლუბში ძალიან ბევრი ნახევარმცველი გროვდება, ამიტომ დიდია ალბათობა "როსონერიმ" ფრანგ ფეხბურთელზე უარი თქვას.

1 თვის წინ
1376 / 1
rossoneri-best
user
zurius Საიდან გამოთხხრიან ხოლმე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 123
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ