"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი, განელი კევინ-პრინს ბოატენგი "მონცას" ფეხბურთელი გახდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
33 წლის აფრიკელმა კლუბთან, რომელიც "როსონერის" ყოფილ მფლობელს, სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2019/20 წლების სეზონის ნაწილი ბოატენგმა "ბეშიქთაშში" გაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.