როგორც "Sky Italia" გვატყობინებს, "მილანი" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მეტ ტრანსფერს აღარ განახორციელებს. მას შემდეგ რაც, კლუბმა ბრაჰიმ დიასი, სანდრო ტონალი, ჩიპრიან ტატარუშანუ, იენს პეტერ ჰაუგი და დიეგო დალოტი გაიფორმა, გუნდისთვის ტრანსფერთა ლიმიტი ამოიწურა.
მიუხედავად ამისა, მილანურ კლუბს მაინც ჰქონდა სურვილი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გადმობირების. ერთ-ერთი იყო ოზან კაბაკი, რომელიც გამოირიცხა. ასევე, წინადადება მოჰამედ სიმაკანის თაობაზე უარყოფილი იქნა. გახლდათ რუდიგერის ვარიანტიც, მაგრამ ლომბარდიული გრანდი მის გადმობირებასთან ახლოს არასოდეს ყოფილა.
იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარსიო დასძენს, რომ "როსონერი" ფანჯარას, სავარაუდოდ, ლაქსალტის იჯარით გაშვებითა და ალენ ჰალილოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტით დაასრულებს.