გლაზგოს "სელტიკის" მცველმა, კრისტოფერ აიერმა "მილანის" მისდამი დაინტერესება აღიარა:
"ბევრი კომენტარის გაკეთება არ მსურს, მაგრამ ზაფხულში "მილანის" მხრიდან დაინტერესება იყო".
როგორც მოგეხსენებათ, აიერის სახელი რამდენიმე წყარომ მრავალჯერ დაუკავშირა "როსონერის" და ეს ინფორმაცია არ ახალია. ლომბარდიული გრანდი ცენტრალურ მცველს ეძებდა და რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, რომლის სათავეშიც ნორვეგიელი გახლდათ. როგორც "Calciomercato.com" იტყობინება, იმ შემთხვევაში თუ კრისტოფერი მწვანე შუქს აანთებდა, შოტლანდიური კლუბი მას იჯარით გაუშვებდა.
"Tuttosport" იწერებოდა, რომ "ფიორენტინას" მილენკოვიჩი პირველ ვარიანტად მოიაზრებოდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. კანდიდატურათა სიაში იყვნენ: პეზელა და აიერიც. ცნობისათვის, გეტყვით, რომ "Transfermarkt" 22 წლის მოთამაშეს 4 მილიონ ევროდ აფასებს.