logo

"მილანის" ვარსკვლავი "ინტერს" შესთავაზეს

"მილანის" ვარსკვლავი "ინტერს" შესთავაზეს

"მილანი" ჰაკან ჩალჰანოღლუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით პროგრესი არ იგრძნობა, რადგან "როსონერი" თურქ ათიანს 4 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო ჩალჰანოღლუს აგენტი, გორდონ სტიპიჩი 6,5 მილიონ ევროს ითხოვს.

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ყველაფრის ფონზე სტიპიჩმა თავისი კლიენტი "ინტერს" შესთავაზა და ზემოთ აღნიშნული ჯამაგირის დანიშვნის შემთხვევაში, ჰაკანი მზად იქნება მეორე მილანურ კლუბს შეუერთდეს.

იტალიური გაზეთის მტკიცებით, ამ ნაბიჯით გორდონმა "მილანი" წნეხში მოაქცია და თავისი ეკონომიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ უბიძგებს. ჰაკანმა მიმდინარე სეზონში ლომბარდიული გრანდის მაისური 7 შეხვედრაში მოირგო, გაიტანა 4 გოლი, ხოლო თანაგუნდელებს 3-ჯერ გაატანინა.

1 თვის წინ
1839 / 1
rossoneri-best
user
ROSS1899 იმედი მაქვს, ჰაკანს გააქტიურების პერიოდში არ დაატოვებინებს ხელმძღვანელობა გუნდს და მითუმეტეს ინტერში არ გაუშვებს, პრინციპის საკითხია
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ