logo

თამაშგარე: რუსი მოდელი, რომელიც ტეო ერნანდესთან მომხდარის გამო დააპატიმრეს (ფოტოები)

თამაშგარე: რუსი მოდელი, რომელიც ტეო ერნანდესთან მომხდარის გამო დააპატიმრეს (ფოტოები)

2017 წლის ივნისში, რუსმა მოდელმა, ლუიზა კრემლევამ პოლიციას მიმართა და ტეო ერნანდესი, რომელიც მაშინ "რეალში" ირიცხებოდა, გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

კრემლევას ჩვენების მიხედვით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი მას მალაგას ერთ-ერთი ღამის კლუბის საპარკინგე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ გააუპატიურა.

გამოძიების დროს, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელმაც წყვილი მართლაც დააფიქსირა, თუმცა ვიდეოზე ძალადობის ფაქტი არ ჩანდა.

საბოლოოდ, სასამართლომ კრემლევას სარჩელი არ დააკმაყოფილა და ტეო ერნანდესი უდანაშაულოდ სცნო. პარალელურად კი, პოლიციამ რუსი მოდელი ცრუ ჩვენების და ცილისწამების ბრალდებით დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი გასულ ზაფხულში "მილანში" გადავიდა. მან "როსონერის" მაისური 16 შეხვედრაში მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

6 თვის წინ
2736 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 389
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ