"Goal.com"-მა ერთი თვის წინ გააჟღერა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "მილანის" ხელმძღვანელობა დიდ ინტერესს გამოთქვამდა ავსტრიული "ზალცბურგის" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველის, ლუკა სუჩიჩის მიმართ, რომელმაც ბოლო სეზონი იჯარის წესით ავსტრიის მეორე ლიგაში გაატარა.
"TuttomercatoWeb"-ის თანახმად კი, ინტერესი 18 წლის ხორვატის მიმართ ჯერ კიდევ ზვონიმირ ბობანს ჰქონდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგაც "მილანის" ხელმძღვანელობა კვლავ აქტიურად აგრძელებს მასზე დაკვირვებას.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელის დამოკიდებულებას, თავის აგენტთან ერთად, დაადასტურა კონტაქტი "შავ-წითლებთან".
"მილანის" ჩანაფიქრი კი ასეთია: ლომბარდიულ გრანდს სურს იანვარშივე დაიმატოს ხორვატი ტალანტი, ხოლო შემდეგ მომავალ ზაფხულამდე იჯარის წესით გაუშვას კვლავ "ზალცბურგში".