ცუდი სიახლეა "როსონერის" დაცვით ხაზში. გუშინდელი შეხვედრის წინ, "როსონერის" კაპიტანმა, ალესიო რომანიოლიმ გახურებისას ტრამვა მიიღო და გამოეთიშა გუნდს. მის ნაცვლად, სტეფანო პიოლის გადაწყვეტილებით, მატია გაბიამ დაიწყო შეხვედრა.
"La Gazetta dello Sport"-ის ვარაუდით , "მილანის" 13 ნომერი მინიმუმ 15-20 დღეს იუქმებს. ამ შემთხვევაში კი რომანიოლი გამოტოვებს ეროვნული ნაკრების თამაშებს. სამწუხაროდ, არის შანსი, რომ კაპიტანი "მილანს" ნოემბრის ბოლოს "ნაპოლისა" და "ლილის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებშიც ვერ დაეხმაროს.
მომდევნო საათებში ალესიოს შემოწმებები ჩაუტარდება და გავიგებთ სრულ ინფორმაციას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "სპალსა" და "მილანს" შორის გამართულ შეხვედრაში რომანიოლიმ კუნთის უმძიმესი დაზიანება მიიღო და, შედეგად, სამი თვე ვერ შეძლო მოედანზე გამოსვლა.