ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტი "მილანთან" 2021 წლის ივნისში იწურება და მედიაში არაფერი იწერება ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ. მხარეები კვლავაც ვერ თანხმდებიან თურქის ხელფასზე.
"SportMediaset"-ის ჟურნალისტი, კლაუდიო რაიმონდი ამტკიცებს, რომ "როსონერის" არ სურს მისთვის წლიურად 6 მილიონი ევროს გადახდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთია ჰაკანის აგენტის, გორდონ სტიპიჩის მოთხოვნა. გუნდი თანახმაა ჩალჰანოღლუს ამჟამინდელი ხელფასის, 2,5 მილიონი ევროს, გაზრდაზე, თუმცა არა იმ რაოდენობით რასაც ფეხბურთელი ითხოვს.
წყაროს ცნობით, ამ შეუთახმებლობით აუცილებლად ისარგებლებენ თურქის მსურველები- უმოკლეს დროში "ნაპოლი" და "ინტერი" გააქტიურდებიან და "როსონერის" წინადადებით მიმართავენ.
რა თქმა უნდა, ამას "მილანის" ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, თუმცა რაიმონდის აზრით ლომბარდიული გრანდი 26 წლის ნახევარმცველს 5 მილიონზე მეტს არ შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ, მიმდინარე სეზონში, ჩალჰანოღლუს ანგარიშზე 7 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 2 ასისტია.