სიმონ კიაერმა "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც იგი ამ კლუბშია:
"მალდინიმ და მასარამ "მილანში" ახალგაზრდების დასახმარებლად მომიყვანეს. რთულ დროს მოვედი, მაგრამ მიუხედავად კრიტიკისა, რაც იმ დროს ხდებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ხარისხი იყო.
"ახლა კი მოდის შედეგები და ენთუზიაზმიც არის, მაგრამ უკან დაბრუნებას დიდი დრო არ სჭირდება".
შეგახსენებთ იმასაც, რომ დანიელი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში ლომბარდიული გრანდის მაისურით 13 შეხვედრაა.