"მილანს" ტურამის შეძენა გაუჭირდება

"მილანს" ტურამის შეძენა გაუჭირდება

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" რადარზე მყოფი მარკუს ტურამის შეძენა მარტივი არ იქნება. 

როგორც წყარო იტყობინება, მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვა არ სჭირდება და, ამრიგად, მოთამაშეს მხოლოდ ძვირად შეელევა.

ამავდროულად, წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მხარე ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მოითხოვს წელიწადში.

ცნობისათვის, გეტყვით, რომ "Transfermarkt" 23 წლის ფეხბურთელს 32 მილიონ ევროდ აფასებს. ასევე, შეგახსენებთ იმასაც, რომ მის ანგარიშზე ამ სეზონში გერმანული კლუბის მაისურით 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.


2 თვის წინ
385 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 294
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო