logo

მალდინი რამოსის აგენტს შეხვდა

მალდინი რამოსის აგენტს შეხვდა

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის აგენტი პაოლო მალდინის შეხვდა. შეხვედრის თემა ესპანელის "როსონერიში" შესაძლო გადასვლა გახლდათ.

მოგეხსენებათ, სერხიო რამოსს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით "რეალი" 34 წლის ფეხბურთელს მისთვის სასურველ პირობებს არ სთავაზობს. ასე რომ, სერხიოს ესპანური კლუბიდან აბარგების შანსები მთლად მიზერულიც არ არის.

როგორც ცნობილია, რამოსის მიმართ ინტერესი "იუვენტუსმა" და "ინტერმაც" გამოხატეს, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ფავორიტად ლომბარდიული გრანდი ჩამოყალიბდა.

2 კვირის წინ
819 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ