CM: "მილანი" და "ინტერი" სენსაციურ გაცვლას აპირებენ

CM: "მილანი" და "ინტერი" სენსაციურ გაცვლას აპირებენ

ანტონიო კონტემ კრისტიან ერიქსენისათვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მონახა, ამიტომ 28 წლის ფეხბურთელი მზადაა ახალ კლუბს შეუერთდეს.

დანიელმა ნახევარმცველმა თავადვე საჯაროდ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მისი ამჟამინდელი მდგომარეობით. "Calciomercato.it"-ის მტკიცებით კი "მილანს" "ინტერისათვის" მისაღები შეთავაზება აქვს.

არახალი ამბავია, რომ "ნერაძურის" ჰაკან ჩალჰანოღლუს გადაბირება აქვს გეგმაში და "როსონერი" აპირებს ერიქსენის ნაცვლად "გველეშაპებს" თურქი ნახევარმცველი შესთავაზოს.

თავად ფეხბურთელები დიდი ალბათობით, ამ შეთავაზებას დათანხმებიან, რადგან კრისტიანს მეტი სათამაშო დრო სურს, ხოლო ჰაკანს მაღალი ხელფასი, რომლის შეთავაზებაც "ინტერს" შეუძლია.

6 თვის წინ
1609 / 2
user
Acmilan1899 რაც შეეხება ამის ტრანსფერს  კარგად გვაქ  დაცდილი გუნდში ინტერის ყოფილები
user
Acmilan1899 მოგესალმებით მილანისტებო აქ ახალი ვარ მაგრამ  20 წელია მილანის გულშემატკივარი ვარ იმედია მალე დადგება  ის  დრო როცა  შაბათ ოვირად  და ლიგის ტურებს  მოუთმენლად დაველოდებით რაც მილანო ლიგაზე აღარაა ჩემპიონთა ლიგის არცერთი თამაშისთვის არ მიყურებია 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი