logo

CM: გატუზოს "მილანის" ვარსკვლავის შეძენა სურდა

CM: გატუზოს "მილანის" ვარსკვლავის შეძენა სურდა

სტეფანო პიოლის 4-2-3-1 ტაქტიკას მთელი გუნდი იდეალურად მოერგო. განსაკუთრებით კი ფრენკ კესი, რომელიც ისმაილ ბენასერთან ერთად გუნდის ძირითად ბირთვად და შეუცვლელ ფიგურად იქცა, რასაც ამტკიცებს ისაც, რომ სანდრო ტონალის გაფორმების შემდეგაც ის კვლავ ინარჩუნებს ადგილს.

"Calciomercato" აღნიშნავს, რომ ეს ნახევარმცველი ფუნდამენტური იყო ჯენარო გატუზოს 4-3-3 ტაქტიკით მოასპარეზე "მილანშიც", თუმცა მისი თამაში არ წავიდა და ვერ განვითარდა.

წყარო ასევე იწერება, რომ ჯენარო გატუზომ თხოვნით მიმართა "ნაპოლის" სპორტულ დირექტორს, კრისტიანო გიუნტოლის მისი გაფორმების თაობაზე, თუმცა კესის ღირებულება, 30 მილიონი ევრო, სპორტული დირექტორისთვის ზედმეტი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, დღესდღეისობით ეს ტრანსფერი აღარ განიხლება. მეტიც, ფრენკ კესი "როსონერის" ხელშეუხებელთა სიაშია შეყვანილი და ლომბარდიულ გრანდს კიდევ დიდი ხანი სურს მისი შენარჩუნება.

1 კვირის წინ
296 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ