logo

კასტილეხოს ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - დეტალები ცნობილია

კასტილეხოს ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - დეტალები ცნობილია

ესპანური წყაროს ცნობით, სამუ კასტილეხოს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია და ესპანელი ნელ-ნელა უახლოვდება სამშობლოს. 

"მილანსა" და "სევილიას" შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. "ნერვიონელების" სპორტულ დირექტორს, მონჩის, მეგობრული დამოკიდებულება აქვს პაოლო მალდინისა და რიკი მასარასთან. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მათ სუსო ფერნანდესის "სევილიაში" ტრანსფერი გაჩარხეს.

ანდალუსიური კლუბის მარჯვენა ფლანგს სწორედ სუსო ამაგრებს, ხესუს ნავასი გუნდის დატოვებას აპირებს და ხელმძღვანელობას სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება სურს.

მხარეები ნელ-ნელა თანხმდებიან და ლომბარდიული გრანდი მზადაა კასტილეხოს 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ეს თანხა კი ,როგორც ჩანს, ესპანური კლუბისთვისაც სავსებით მისაღებია.


1 კვირის წინ
681 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ