სულ ცოტა ხნის წინ "მილანის" ქომაგთათვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.
"Sky"-ის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაზიანების გამო 3-4 კვირას გამოტოვებს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შვედი ფეხბურთელი ლომბარდიულ გრანდს 9 შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ასევე, წყარო დასძენს, რომ "როსონერი" დღეს იბრას გამოკვლევას ჩაუტარებს და დაზიანების ზუსტი ზომაც ცნობილი გახდება.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფეხბურთელმა ტრავმა გუშინდელ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც მატჩის 79-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. იმ შეხვედრაში ზლატანმა თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.