დონარუმა: "კაპიტნის სამკლაური კარგია, მაგრამ ის სხვას ეკუთვნის"

დონარუმა: "კაპიტნის სამკლაური კარგია, მაგრამ ის სხვას ეკუთვნის"

გუშინდელი მატჩის შემდეგ, "Sky Italia"-მ გუშინდელ კაპიტანს, ჯანლუიჯი დონარუმასაც ჩამოართვა ინტერვიუ:

"ჩვენ გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ძალიან უყურადღებო გოლი გავუშვით. თუმცა, მთავარია არ წავაგეთ. "ევროპა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს დარჩენილი და კონცენტრაცია სწორედ მომავალ შეხვედრებზე უნდა მოვახდინოთ."

"ზლატანი ნამდვილი ჩემპიონია, ის მნიშვნელოვნად გვეხმარება, თუმცა დღევანდელ "როსონერიშიც" ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და იმსახურებენ შავ-წითელი მაისურის ტარებას. ყველანაირად ვეცდებით ეს დიდი დანაკლისი არ შევიმჩნიოთ. იმედია იბრა მალე დაგვიბრუნდება."

ჯიჯიომ ისაუბრა გუშინდელ დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე:

"კაპიტნის სამკლაური კარგია, მაგრამ ის სხვას ეკუთვნის. ალესიო ყოველთვის ჩვენი ლიდერი და ნამდვილი კაპიტანი იყო. შემდეგ შეხვედრაში აუცილებლად კვლავ რომანიოლი წარუძღვება გუნდს." -განაცხადა "როსონერის" 21 წლის კიპერმა.

1 თვის წინ
565 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 294
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო