კრუდელი სენსაციურ ინფორმაციას აანონსებს

კრუდელი სენსაციურ ინფორმაციას აანონსებს

"მილანის" ცნობილი გულშემატკივარი და "7Gold"-ის ჟურნალისტი, ტიციანო კრუდელი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

"მაურო იკარდის პარიზიდან აბარგების საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. მის სავარაუდო ნავსაყუდელად იტალია სახელდება, თუმცა "ინტერში" მისი ადგილი არ არის."

"მაურიტოს მეუღლე, ვანდა ქალაქ მილანზე შეყვარებულია და შესაძლოა მომავალ თვეებში სენსაციური გარიგება შედგეს, რის შემდეგად არგენტინელ თავდამსხმელს შავ-წითელ მაისურში ვიხილავთ." - განაცხადა კრუდელიმ.

1 თვის წინ
1208 / 1
rossoneri-best
user
American ტურინის „იუვენტუსი“ „პარი სენ ჟერმენიდან“ მაურო იკარდის დამატებას აპირებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტრანსფერში „ბებერი ქალბატონი“ პაულო დიბალას ჩართვას გეგმავს.




გაცვლა დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდა, თუმცა გავრცელებული ცნობით, კლუბმა მისი დატოვება მაღალი ხელფასის გამო გადაიფიქრა. გარდა ამისა, დიბალა ბოლო დროს კარგ ფორმაში არაა და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.


პსჟ-ში იგივე პრობლემის წინაშეა იკარდიც, რომელიც ტომას ტუხელის გეგმებში არ შედის და დიდი შანსია, რომ ფრანგული კლუბი დატოვოს.


დიბალა "იუვეში" 2015 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მაურო იკარდის, 27 წლის არგენტინელი შემტევი ფრანგულ გუნდში 2019-2020 წლების სეზონშიუ გადავიდა და 36 შეხვედრაში მის ანგარიშზე 20 გოლია.

poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 294
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო