Donbalon: "რეალის" ფეხბურთელმა "მილანი" აირჩია

Donbalon: "რეალის" ფეხბურთელმა "მილანი" აირჩია

ესპანური "Donbalon"-ის ინფორმაციით, ლუკას ვასკესმა თავის მომავალ კლუბად "მილანი" აირჩია. 29 წლის გალისიელ ფეხბურთელს "რეალთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ფლორენტინო პერესი მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს.

"მილანისთვის" ესპანელი ფეხბურთელი ძალიან კარგი ვარიანტია, რადგან დიდი თანხის დახარჯვა არ მოუწევს. გარდა ამისა, ვასკესი მულტიფუნქციური ფეხბურთელია და მარჯვენა ფლანგის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია წარმატებით ასპარეზობა.

ვასკესი პოზიციით მარჯვენა გარემარბია, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" შეხვედრაში მარჯვენა მცველის პოზიცია მოირგო, რადგან დანი კარვახალი ზინედინ ზიდანისთვის მიუწვდომელი იყო.

1 თვის წინ
1293 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 294
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო