logo

ანჩელოტი "მილანის" სატრანსფერო გეგმის გადარჩენას ცდილობს

ანჩელოტი "მილანის" სატრანსფერო გეგმის გადარჩენას ცდილობს

მალდინი და ბობანი სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელების მიწვევას გეგმავენ, თუმცა ამისათვის გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის წასვლა აუცილებელია, რათა უეფასთან კვლავ პრობლემები არ წარმოიშვას.

ლუკას პაკეტა, ხესუს სუსო და კშიშტოფ პიონტეკი ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, რომლებიც "მილანმა" ტრანსფერზე დააყენა. "The Sunday Mirror" კი იტყობინება, რომ კარლო ანჩელოტი ახალი თავდამსხმელის ძიებაშია და მისი ერთ-ერთი სამიზნე პიონტეკია.

"პაპა კარლო" პოლონელ ფეხბურთელს ჩერკ თოსუნის შემცვლელად განიხილავს, რომელიც არენდით "კრისტალ პალასს" შეუერთდა. პიონტეკის გადაბირებით პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდება, თუმცა "როსონერის" მის სანაცვლოდ თანხის მიღება იანვარშივე სურს, რაც მოლაპარაკებებს აფერხებს. ლომბარდიული გრანდი მზადაა კრისს 30 მილიონ ევროდ შეელიოს.

9 თვის წინ
2493 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ