logo

კონტრაქტში ჩადებული პუნქტი: "სევილია" სუსოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოისყიდის

კონტრაქტში ჩადებული პუნქტი: "სევილია" სუსოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოისყიდის

ესპანელი გარემარბი, სუსო ლა ლიგაში ბრუნდება და ანდალუსიური "სევილიას" მაისურს მოირგებს. მის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება გუშინ საღამოს შედგა, რის შემდეგაც კლუბებმა გარიგების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

სევილიელები სუსოს 18-თვიანი იჯარით აიყვანენ, შემდეგ კი მისი მისი გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება ექნებათ. ეს იმაზეა დამოკიდებული, გავა თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ამ ან მომდევნო სეზონში.

თუკი გამოსყიდვის საკითხი დადგა, ესპანელებმა იტალიელებს 22 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. სუსო "მილანში" 2015 წელს, "ლივერპულიდან" გადავიდა, რაც "როსონერის", მხოლოდ 1.3 მილიონი ევრო დაუჯდა.

8 თვის წინ
2118 / 2
ლევან კვინიკაძე
user
superkaka22 მაგარ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებენ რას ერჩით, სუსოში 40 მილიონს რო იხდიდნენ მაშინ არ გაყიდეს და ეხლა გაუშვეს წელიწადნახევრიანი იჯარით 22 მილიონად, ისიც თუ გამოისყიდეს და პიონტეკჭი შარშან 38 მილიონი გადაიხადეს და წელს 30 ად გაყიდეს, მერე ვიტყვით გუნდი რატოა ასეთ დღეშიო, კაკას მერე პროგრესი გუნდში ვინმემ განიცადა? ერთი ტიაგო სილვა მახსენდება და ისიც პსჟ ეში გააგდეს
user
zurius superkaka22 დონარუმამ განიცადა პროგრესი, მაგრამ რათ გინდა, იმდენს იზამენ უფასოდ გააცილებენ იუვეში
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ