logo

ორ კლუბთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ მესამე ვარიანტმა გაამართლა?

ორ კლუბთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ მესამე ვარიანტმა გაამართლა?

იანვარში "მილანის" ხელმძღვანელების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად რიკარდო როდრიგესისთვის გუნდის ძებნა იქცა. მოლაპარაკებები ჯერ თურქულ "ფენერბახჩესთან", შემდეგ კი "ნაპოლისთან" ჩაიშალა.

ამჯერად, იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ შვეციარიელი ფეხბურთელის თაობაზე "როსონერი" მოლაპარაკებებს "პსვ"-სთან აწარმოებს.

როგორც ჩანს, ამჟამინდელი მდგომარეობით, მესამე მცდელობა ამართლებს და რიკარდო ჰოლანდიურ გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდება. "პსვ"-ს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.

ტრანსფერი სავარაუდოდ იანვრის ბოლო დღეს გაოფიციალურდება.

8 თვის წინ
1822 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ