logo

დანიელე მალდინი დებიუტის შემდეგ: "ეს ოცნება იყო, მაგრამ შედეგი სამწუხაროა"

დანიელე მალდინი დებიუტის შემდეგ: "ეს ოცნება იყო, მაგრამ შედეგი სამწუხაროა"

იტალიურ "მილანში" კიდევ ერთმა მალდინიმ ითამაშა. ჩეზარესა და პაოლოს შემდეგ დანიელის ჯერი დადგა. "ვერონასთან" მატჩის მიწურულს სტეფანო პიოლიმ სამუ კასტილიეხო დანიელ მალდინით ჩაანაცვლა.

დანიელი ჩეზარეს შვილიშვილი და პაოლოს შვილია - დინასტია გრძელდება. მალდინი პირველი ფეხბურთელია "მილანში", რომელიც XXI საუკუნეში (2001 წელს) დაიბადა და სერია ა-ში ითამაშა.

"ეს ოცნება იყო, მაგრამ შედეგი სამწუხაროა. იმედია, შემდეგ მატჩში 3 ქულას მოვიპოვებთ. სერია ა-ში დებიუტი იყო ჩემს მიერ დასახული მიზანი და ახლა ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება. მამაჩემმა თამაშის წინ დამამშვიდა", - აღნიშნა 18 წლის იტალიელმა.

აქვე გეტყვით, რომ ჩეზარე მალდინის "მილანში" ოფიციალური დებიუტი 1954 წელს ჰქონდა, პაოლო მალდინის 1985 წელს, ხოლო დანიელ მალდინის ჯერი 2020 წელს დადგა.

სახელოვანი წინაპრებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა იტალიელი თავდასხმაში ირჯება და მეტოქეების შეტევების ჩაშლით დაკავებული არაა.


8 თვის წინ
1444 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ