logo

პაკეტას ახალი მსურველი გამოუჩნდა

პაკეტას ახალი მსურველი გამოუჩნდა

"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ დაადასტურა, რომ ზამთარში მისი გუნდი "მილანიდან" ლუკაშ პაკეტას გადაბირებას ცდილობდა.

გასულ წელს "ფლამენგოდან" შეძენილი (35 მლნ ევრო) პაკეტა უკვე არაერთი გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა, რომელთა შორის ერთ-ერთი "პარი სენ-ჟერმენიც" კი გახლდათ.

როგორც პრატე განმარტავს "ფიორენტინას" მისი შეძენა სურდა, ხოლო მილანური მხარე მხოლოდ იჯარაზე იყო თანახმა, რის გამოც გარიგება არ შედგა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ფიორენტინა" ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულშიც შეეცდება.

7 თვის წინ
1630 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ