logo

გალიანი: "მილანის" გაგიჟებული ფანი ვარ, მაგრამ მალდინის და ბობანს რჩევებს არ ვაძლევ"

გალიანი: "მილანის" გაგიჟებული ფანი ვარ, მაგრამ მალდინის და ბობანს რჩევებს არ ვაძლევ"

"მილანის" ყოფილმა და ამჟამად "მონცას" ტექნიკურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ "Tiki Taka"-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"ყველაზე მეტად ახალი მფლობელების გაკრიტიკებას ვერ ვიტან, გუნდის აშენებას და პროექტის შედეგების დანახვას დრო სჭირდება. "მილანის" გაგიჟებული ფანი ვარ და მინდა ეს გუნდი მწვერვალზე მალე დაბრუნდეს, მაგრამ ჩემს მეგობრებს, მალდინისა და ბობანს რჩევებს არ ვაძლევ, რადგან "ელიოტმა" ფსონები მათზე დადო და არა ჩემზე ან ვინმე სხვაზე."

"დერბი განსაკუთრებული შეხვედრაა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა კიდევ უფრო ალამაზებს. 2003 წლის ნახევარფინალური შეხვედრები "ინტერთან" ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. ბოლო წუთებზე აბიატიმ შიშისაგან გული ლამის გამიხეთქა, მაგრამ საბედნიეროდ სიკვდილს გადავურჩი."

"მილანი" ერთადერთი გუნდია, სადაც მამა-შვილი გუნდის კაპიტნების რანგში ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლნენ. მამა-შვილი ჩემპიონი "რეალსაც" ჰყავდა სანჩისები, თუმცა კაპიტანი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იყო. იმედი მაქვს დანიელი ჩეზარესა და პაოლოს გზას გაჰყვება, ამის ხილვა დიდებული იქნება."

"გატუზო დიდებული ადამიანია და მის სახელზე ყოველთვის სტამბულის ფინალი მახსენდება. რინომ გუნდიდან გაშვება მთხოვა, რადგან "მილანის" წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა, თუმცა მე ოთახში ჩავკეტე და გამოძინების საშუალება მივეცი. ორ წელიწადში იმავე "ლივერპულთან" მოგებული ფინალის შემდეგ კი მთელი ხმით ღრიალებდა. რინო კარგი მწვრთნელია და ვფიქრობ ეს გასულ სეზონში "როსონერის" მწვრთნელის რანგშიც დაამტკიცა." - განაცხადა გალიანიმ.

8 თვის წინ
1894 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ