logo

ის, რაც 2016 წლის შემდეგ პირველად უნდა მოხდეს

ის, რაც 2016 წლის შემდეგ პირველად უნდა მოხდეს

იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა მილანში გაიმართება, სადაც "ინტერი" ფორმალური მასპინძლის სტატუსით "მილანს" მიიღებს.

გასულ 22 ტურში, "ინტერის" ფეხბურთელებმა 51 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "მილანელები" 32 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, მილანური დერბი "ინტერის" გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. ხოლო ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი უპირატესობა "ნერაძურის" მხარეს არის - 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.

ტრავმების და დისკვალიფიკაციის გამო, "ინტერს" დღევანდელ შეხვედრაში მარტინესი, ბასტონი და ბერნი ვერ დაეხმარება. ასევე საეჭვოა ჰანდანოვიჩის, გალიარდინის და ვალეროს თამაში. "მილანიდან" დუარტე, კრუნიჩი და ბილია ვერ ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობა

"ინტერი": პადელი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; მოზესი, ბარელა, ბროზოვიჩი, ერიქსენი, იანგი; სანჩესი, ლუკაკუ

"მილანი": დონარუმა; კონტი, კიაერი, რომანიოლი, ერნანდესი; კესი, ბენასერი, კასტილეხო, ჩალჰანოღლუ; ლეაო, იბრაჰიმოვიჩი

დერბი დელა მადონინას საინტერესო ფაქტები

  • ისტორიაში პირველი მილანური დერბი 1909 წლის 10 იანვარს გაიმართა - მაშინ "ინტერმა" 3-2 მოიგო
  • მას შემდეგ, ოფიციალურ ტურნირებზე სულ 224 დერბი დელა მადონინა ჩატარდა, საიდანაც 81 "ინტერმა" მოიგო, 67 ფრედ დასრულდა, ხოლო 76-ჯერ "მილანმა" იმარჯვა
  • მილანურ დერბიში ყველაზე მეტი, 11 გოლი 1949 წლის 6 ნოემბერს გავიდა, როდესაც "ნერაძურიმ" მეტოქე 6-5 დაამარცხა
  • დერბი დელა მადონინას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 14 გატანილი გოლით "როსონერის" შემტევი, ანდრე შევჩენკოა
  • არსებობის ისტორიის მანძილზე, გუნდებს იტალიის სერია ა თანაბრად, 18-18-ჯერ აქვთ მოგებული
  • მიმდინარე სეზონში, 16 გატანილი გოლით სერია ა-ში "ინტერის" ბომბარდირი რომელუ ლუკაკუა, ხოლო "მილანში" ყველაზე მეტი, 5 გოლი ტეო ერნანდესმა გაიტანა


8 თვის წინ
1441 / 3
ლევან კვინიკაძე
user
AC_MILAN_32 ერთადერთი რაც მინდა ღირსეულად ითამაშონ შედეგი არ ვიცი იმედია მოვიგებთ. იბრა დამუხტავს სასტავს უეჭველი საბრძოლველად. თავ აწეულები უნდა გამოვიდეთ მოიდნიდან!! 
user
Milanelo1990 Tu gagvivarda 0:1 an 1:2 movigebt risi shansic cotaa.fre mgonia.esaa realoba,yvelas gvinda dges mogeba magram shevxedot realurad 
user
Nika Alania Dghes urtuleai matchi gvelodeba inters chvenze dzlieri shemadgenloba yavs magram milani mainc moigebs me amis dzan mjera 1-3 movigebt 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ