შევჩენკომ გაიხსენა, რა გააკეთა ინძაგიმ 2003 წლის ფინალამდე

შევჩენკომ გაიხსენა, რა გააკეთა ინძაგიმ 2003 წლის ფინალამდე

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ იმაზე ისაუბრა, თუ რას ფიქრობდა იგი, სანამ გადამწყვეტ პენალტს შეასრულებდა "იუვენტუსთან" 2003 წლის ფინალში და რა გააკეთა პიპო ინძაგიმ თამაშის წინ. 

"ეჭვები ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ არა შიში. სანამ პენალტს შევასრულებდი, ყველაფერზე დავფიქრდი, ჩემი ბავშვობა ჩერნობილში, მეგობრები, რომლებიც დაიღუპნენ, ყველაფერზე. 

და მე ვუთხარი საკუთარ თავს: "არ შეიცვალო აზრი, როდესაც განსაზღვრავ პენალტის დარტყმის მიმართულებას. 

მახსოვს, ენა ტუჩზე მივიდე და გავაცნობიერე, რომ პირი სრულიად გამომშრალი მქონდა. მსაჯს მივაშტერდი, რადგან გულშემატკივრების ხმაურმა სხვა ყველაფერი გადაფარა და სასტვენის ხმა არ გამიგია. მან თავი დამიქნია და მეც დავიწყე. 

როდესაც ბურთმა კარამდე ნახევარი გზა გაირა, დავინახე ბუფონი როგორ წავიდა საწინააღმდეგო მიმართულებით. ყველაზე ადრე მე გავაცნობიერე, რომ ეს გოლი იყო და მაშინდელი სურათი ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. 

პიპო ინძაგი ფეხბურთით შეპყრობილია. ფინალამდე დილას გავიღვიძე და ჩემი ოთახიდან გავიხედე. 

ჩვენ სასტუმროში ვიყავით, რომელიც გოლფის მოედანთან ახლოს იყო. შევნიშნე ადამიანი, რომელიც მარტო დარბოდა, აკეთებდა მოძრაობებს და იხედებოდა გარშემო, რათა დაენახა უჩინარმა მსაჯმა ჩაბერა თუ არა სასტვენს თამაშგარე მდგომარეობის გამო. 

ის გოლს იტანდა უჩინარ კარში. ეს ადამიანი პიპო იყო," - დაასრულა "მილანის" ლეგენდამ. 

ცნობისთვის, "როსონერის" ყოფილი თავდამსხმელი ახლა უკრაინის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის. 

4 თვის წინ
955 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი