"პსჟ" კესის თავბრუდამხვევ შეთავაზებას უმზადებს

"პსჟ" კესის თავბრუდამხვევ შეთავაზებას უმზადებს

"პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი ლეონარდო "მილანის" ფეხბურთელებს ვერა და ვერ ელევა.  ამჯერად მისი მთავარი სამიზნე ფრანკ კესია.

MilanNews-ის მიერ გავრცელებული ცნობით, "პსჟ" მზად არის კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც მის ახლანდელ კონტრაქტს თითქმის 2.5-ჯერ აღემატება.

ამ პირობის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კესი "როსონერისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მომდევნო სეზონის ბოლოს პარიზელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

1 თვის წინ
922 / 4
user
Arigo თავისუფალ აენტებზე ასეთი ფორმით ნადირობა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო არაეთიკური ქცევა საფეხბურთო სამყაროში და იმედია ამას ოდესმე გაეცემა პასუხი... რაღაც რეგულაცია მაინც უნდა არსებობდეს, თუნდაც ხელფასის შეთავაზების ოდენობაში... მაგალითად, მოქმედ გუნდში რაც აქვს, იმის +25% ან 50% -ზე მეტის შეთავაზების უფლება რომ არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი კლუბი მეტ-ნაკლებად თანაბარ პოზიციაშია და უსახსრობის გამო არ დაკარგავს წამყვან ფეხბურთელებს, რომლებსაც დარჩენასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ
user
American Arigo Getanxmebi, ici ras chalichoben? Kesie xo girs 40 - 50 milioni? Xoda upasod treuloben da xelpass imdens shetavazeben rac masshi unda gadaexadat. 4 clian kontrakri 48 milioni xelpasi xo? Da kesi xo girs magdeni? Paktiurad upasod miyavt xelpasis xarjze da xelpasi gamodis pexburtelis pasi da vaapshe ra doneze acyoben gunds. Chven? Vyidulobt kastilexoebs da vegar viyidit naxevar pashsic ki. Ramdeni tavisupali agentia? Rato ar aketebs milani igives??? Raga pexburtelshi ixdis tundac 30 milions? Moiyvanon upasod da shetavazos 8 milioni celicadshi da daudon 4 cliani yvela tavisupal agents Mara magas tvini unda, romelic ar agmiachndat 12 celi milanis axal menegments, magi galianistvis gekitxat bizia unda!!! Ronaldinho ro moiyvana tavisupali agentit, shetavaza iasnia Magali xelpasi rato? Imitom rom pexburtelshi rac unda mieca xelpasi imaze naklebi gamodioda da giji iyo egeti star ar moeyvana? Ra Amat ar sheuzliat igive??? Yleebi Arian da ras mostxov?? 
user
Arigo Arigo ჰო, ძალიან მყრალი სიტუაციაა ამ მხრივ... ჯიუტად სახელფასო ჭერს უფრთხილდებიან, რომ უკეთესი ანაზღაურების სურვილი ავტომატურად გუნდიდან წასვლას ნიშნავდეს! ესეც დასარეგულირებელია; ერთია ფეხბურთელის ინტერესი და მეორეა კლუბების ინტერესი, მონოპოლიზაცია-პოლარიზაციისკენ მიდის ყველაფერი და კონსენსუსის არსია დარღვეული! ეს ყველაფერი კი გადის ე თ ი კ ა ზ ე! რადგან აქ უკვე საუბარი არარაა სპორტულ მოტივაციაზე და კლუბთან შეწყობაზე ან ერთ კლუბში ხანგძლივვადიან კარიერაზე, საქმეში ერთვება 2-3 ჯერ მეტი ფულადი შემოთავაზება და ჯერ ფსიქოლოგიურ ფონს ამძიმებს შემდეგ შემადგენლობის შენარჩუნების საკითხი დგება! ხომ შეიძლება გინდოდეს სხვა ლიგაზე ძალების მოსინჯვა? ან არსებული შემადგენლობა არ მოგწონდეს, ან რომელიმე გუნდის სათამაშო სტილი გხიბლავდეს და 20-25% -ით გაუმჯობესებული ხელფასის პირობებში წახვიდე?! მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი აგენტებისთვის თანხის ზედა ზღვარი, მანამდე არსებულის +50% უნდა დაწესდეს, ანუ თუ იღებს 5 ლიმონს, 7.5 მეტის შეთავაზების უფლება რომ არ მოეცეთ, რაც დააბალანსებს სიტუაციას
user
Luka Tevdorashvili როგორი ცუდი მენეჯერობაა სეზონის ბოლოს ყველა რომ თავისუფალი აგენტის ამპლუაში როა.. ასე არ შეილება! ეს ყველაფერი განპირობებულია თბილისის დინამოს დონეზე რომ ვუხდით ხელფასებს ამ ფეხბურთელებს და ჩვენ შემადგენლობაში ვარსკვლავებს.. იმენა სასულო და ფიორენტინა რომ უხდის ზუსტად ისე უხდიან ესენიც ხელფასებს და არაფრად არ შეილება რა. ფაქტი სახეზეაა
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი