ნოჩერინო: "ამ გოლმა "მილანის" ისტორია შეცვალა"

ნოჩერინო: "ამ გოლმა "მილანის" ისტორია შეცვალა"

"მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანტონიო ნოჩერინომ გაიხსენა 2012 წლის 25 თებერვალს "იუვენტუსთან" გამართული დაპირისპირება და განაცხადა, რომელიც 1:1 დასრულდა და განაცხადა, რომ ამ მატჩში სულეი მუნტარის მიერ ჯიჯი ბუფონის კარში გატანილი გოლი "როსონერის" ისტორიაში უმნისვნელოვანესია.

"ეს შესანიშნავი გოლო იყო, ამ მომენტმა ყველა გაგვაგიჟა. ამ ბურთმა "მილანის" ისტორია შეცვალა, ამ გოლით "მილანს" სკუდეტო უნდა მოეგო. ასე რომ მოხდარიყო, დიდი ფეხბურთელები - ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმ ზაფხულს კლუბს არ დატოვებნენ".

"როსონერის" რომ სკუდეტო მოეგო ზლატანი და სილვა აუცილებლად დარჩებოდნენ და გუნდი მათთან ერთად მეტ თასს მოიგებდა".

"მთელი სეზონი "მილანი" იბრასთან ერთად მიიწევდა წინ. ის დარბის, დარბის, დარბის და ამასობაში საწვავი გამოელია, მაგრამ შვედს რეზერვი აქვს, რომლის გამოყენებას მალე დაიწყებს".

"გულწრფელად მინდა, ის განწყობა, რაც სეზონის დასაწისში ჰქონდათ ფინალამდე გაჰყვეთ. ჩემიონთა ლიგის საგზური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა მათ სეზონის შესანიშნავი სტარტი ჰქონდათ".

"რაც შეეხება "იუვენტუსს", 9 წლიანი ჰეგემონიის შემდეგ, ისინი გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან: ახალი მწრთვნელი, ახალი ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე წელსი არაჩვეულებრივი მოთამაშეები დადგნენ, მაგრამ ახლა გამოცდილება აკლიათ.  ორივე კლუბისთვის ძალიან რთული იქნება ლიგაზე გასვლა, რადგან "ატალანტას" და "ნაპოლის" უფრო მარტივი თამაშები დარჩათ".

"ვფიქრობ მომავალი დაპირისპირება "იუვენსუსსა" და "მილანს" შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი იქნება. გამარჯვებული საგზურს მოიოვებს. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ "ლაციოც".

1 თვის წინ
496 / 1
user
Arigo მე იდეა მაქვს, იუვე გავუშვათ ევროპალიგაზე, იქნება იქ მაინც მოიგის ფინალი (თუ არავინ გამოაბუნძულათ იქამდე ან თამაშის გასაყიდად არ წაუცდათ ხელი)
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი