კალაბრია: "მისმა ყოფნამ "მილანის" განვითარებას შეუწყო ხელი"

კალაბრია: "მისმა ყოფნამ "მილანის" განვითარებას შეუწყო ხელი"

დავიდე კალაბრიამ გამოცემა Cronache di Spogliatoio-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"ბრეშა" და "ატალანტა" "მილანზე" ადრე დამიკავშირდენენ. მე ბერგამოსა და ბრეშას შოორის ვცხოვრობ და მილანში გადმოსვლა ბევრად მეტ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა როცა მათგან შეთვაზება მივიღე დაუყოვნებლივ დავთანხმდი".

"მილანში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მე აქ გავიზარდე და ამით ბედნიერი ვარ".

"ბოლო რამდენიმე წელი "როსონერისთვის" განსაკუთრებით მძიმე იყო და ეს რთული გზა ჩვენ ერთად გამოვიარეთ. ეს იყო ძალიან გრძელი და მძმე მოგზაურობა. კლუბმა მფლობელები რამდენჯერმე გამოიცვალა, ძლიერი გუნდის ასაშენებლად კი სტაბილურობაა საჭირო".

"მალდინი "მილანის" კაპიტნების კაპიტანია. ის არის კაცი, რომელიც კლუბს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ბევრს არასდროს საუბრობს, მაგრამ საოცარი მოტივატორია. მისი ყოფნაც კი საკმარისია იმისთვის, რომ "როსონერის" პროექტის ირწმუნო. მისმა არსებობამ ჩვენს განვითარებას ხელი საოცრად შეუწყო".

1 თვის წინ
436 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი