"იუვე" - "მილანი" - გადამწყვეტი მატჩი დონარუმასა და რონალდუსთვის

"იუვე" - "მილანი" - გადამწყვეტი მატჩი დონარუმასა და რონალდუსთვის

"La Gazzetta dello Sport"-ის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მატჩი "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს ჯიჯიო დონარუმასა და კრიშტიანუ რონალდუსთვის.

დონარუმას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და "როსონერისთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, "ბებერ ქალბატონს" ძალიან დაეხმარება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ამ ტრანსფერის განხორციელებაში. 

კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსის" დატოვება სურს, თუმცა შეიძლება, გუნდს გაუჭირდეს მისი ზაფხულში გაყიდვა. პორტუგალიელის მიმართ ყველაზე მეტ ინტერესს "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ და თუ "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, ეს რონალდუს წასვლას დააჩქარებს. 

ფაბიო კაპელოს განცხადებით, ამ მატჩში დამარცხებული ოთხეულისთვის ბრძოლაშიც დამარცხდება. 

1 თვის წინ
517 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი