კიაერი რონალდუსგან პრობლემებს ელის

კიაერი რონალდუსგან პრობლემებს ელის

"მილანის" მცველმა სიმონ კიაერმა "იუვენტუსის" პორტუგალიელ ვარსკვლავზე ისაუბრა.

"ყოველთვის სასიამოვნოა მის წინააღმდეგ თამაში. ისევე, როგორც მაშინ პირველად 11 თუ 12 წლის წინ. 

ადრინდელთან შედარებით საკმაოდ შეიცვალა, მაგრამ ის ყოველთვის ჩემპინი იყო და ამას განხილვა არ სჭირდება.

ის გოლებისთვის ცოცხლობს. შესაძლოა, თამაში ისე ვერ წაუვიდეს, მაგრამ თუ 90-ე წუთზე ბურთს მიიღებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ გაიტანოს. 

რონალდუ ყოველთვის იქ არის, სადაც უნდა იყოს მთელი თამაშის განმავლობაში, ამიტომაცაა საფეხბურთო სამყაროს ტოპში ბოლო 10-15 წელიწადი," - დაასრულა კაერმა.

1 თვის წინ
242 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი