"რეალმა" "მილანს" ფეხბურთელი შესთავაზა - "როსონერის" პასუხი ცნობილია

"რეალმა" "მილანს" ფეხბურთელი შესთავაზა - "როსონერის" პასუხი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" მომდევნო სეზონში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

Corriere dello sport -ის ინფორამციით, მადრიდის "რეალმა" გადაწყვიტა, რომ "როსონერისთვის" მარიანო დიაზი შეეთავაზებინა. წლების წინ, 27 წლის ფეხბურთელი ახლოს იყო იტალიურ გრანდში გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

მარიანომ წელს ძალიან ცუდი სეზონი ჩაატარა, მის ანგარიშზე 22 მატჩი და მხოლოდ 1 გატანილი გოლია.

წყაროს მტკიცებით, "შავ-წითლები" ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, რადგან მათ ბევრად უფრო გამოცდილი და ძლიერი გამტანი სურთ.

1 კვირის წინ
1069 / 0
Meskhi
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი