ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს რომანიოლი - ალტერნატივა "არსენალიდან"

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს რომანიოლი - ალტერნატივა "არსენალიდან"

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი რუდი გალეტი "მილანის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიურმა ვებსაიტმა Calciomercato.com-მა დაწერა, რომ "როსონერი" ალესიო რომანიოლის "ბარსელონაში" დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ უშვებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, "მილანი" რომანიოლის დანაკლისის აღმოფხვრას "არსენალის" მცველი დავიდ ლუიზის დამატებით შეეცდება, რომელიც თავისუფალი აგენტია.

ბრაზილიელი საკმაოდ გამოცდილია და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც აქვს, თუმცა "როსონერის" 2 პრობლემა აქვს: ის 34 წლისაა და სეზონში ანაზღაურების სახით დაახლოებით 5 მილიონი ევრო სურს.

1 კვირის წინ
411 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი