ჩალჰანოღლუმ ყატარიდან სერიოზული შეთავაზება მიიღო - რა გადაწყვიტა თურქმა

ჩალჰანოღლუმ ყატარიდან სერიოზული შეთავაზება მიიღო - რა გადაწყვიტა თურქმა

როგორც მოგეხსენებათ, ჰაკან ჩალჰანოღლუს "მილანთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი ახალ კონტრაქტზე ოფიციალურად შეთანხმებას ამ დრომე ვერ ახერხებენ.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ Sky Italia-ს გაანდო ინფორმაცია, რის მიხედვითაც ყატარუკნა "ალ დუჰაილმა" ჩალჰანოღლუს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა.

მიუხედავად ამისა, თურქმა ფეხბურთელმა 27 წლის ასაკში ევროპის დატოვება არ ისურვა და შეთავაზება უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ თურქმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში "როსონერის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 9 გოლით და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

1 კვირის წინ
536 / 1
Chituna
user
tifoza ამან ხო გაახურა რას ფიქრობს ამდენს
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი