ყველაფერი გაირკვა - "მილანი" ტრანსფერს ძალიან მალე დაადასტურებს

ყველაფერი გაირკვა - "მილანი" ტრანსფერს ძალიან მალე დაადასტურებს

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "მილანის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, "როსონერი" და მადრიდის "რეალი" ბრაჰიმ დიასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და ყველაფერი ოფიციალურად მომდევნო დღეებში დადასტურდება.

როგორც ირკვევა, გუნდები ახალ იჯარას გააფორმებენ, "მილანს" კი იჯარის დასრულების შემდეგ მოთამაშის გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბრაჰიმ დიასმა გასულ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 7 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

1 თვის წინ
1262 / 1
Chituna
user
Luka Tevdorashvili ძალიან კარგი!
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი