როგორ გადაარჩინა კიაერმა ერიქსენი სიკვდილს - რა გააკეთა "მილანის" მცველმა

როგორ გადაარჩინა კიაერმა ერიქსენი სიკვდილს - რა გააკეთა "მილანის" მცველმა

როგორც მოგეხსენებათ, დანიისა და ფინეთის მატჩის დროს, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი მოედნიდან გაყვანა.

ინციდენტის პერიოდში კრისტიანი სიმონ კიაერმა გადაარჩინა, რომელმაც "ინტერის" შემტევს ენა დაუჭირა.

საფეხბურთო მატჩი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის და კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა სტაბილურია.

დანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, ერიქსენი გონზე მოვიდა, ის ფხიზლად არის და ექიმების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

რამდენიმე საათში, კრისტიანს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ, რის შემდეგაც ამ საშინელი შემთხვევის მიზეზი გაირკვევა.

ვიმედოვნოთ, კრისტიანი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და მინდორს.

1 თვის წინ
1360 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი