კალაბრიამ “მილანი” უარით გაისტუმრა

კალაბრიამ “მილანი” უარით გაისტუმრა

მოგეხსენებათ, "მილანი" იტალიელ განაპირა მცველთან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს. დევიდემ პირველი წინადადება უკვე მიიღო, რომელზეც უარი დააბრუნა.


კალაბრიას მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და "როსონერი" მზად იყო მისთვის ხელშეკრულება 2026 წლამდე გაეხანგრძლივებინა და ხელფასი 2 მილიონამდე გაეზარდა, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ხელფასის გაზრდა 2.5 მილიონამდე მოისურვა.

მხარეებს შორის ახალი შეხვედრა მომდევნო კვირას ჩაინიშნა, სადაც მალდინი კალაბრიას გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.

დევიდე Transfermarkt.com-ზე 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

1 თვის წინ
1182 / 1
Ibra
user
Arigo აქაც ყოველთვიურად 40000 ევროზეა წუწუნი?!?!?!?!?!
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი