"მილანს" დრო ამოეწურა - რა ხდება ტონალის საკითხზე

"მილანს" დრო ამოეწურა - რა ხდება ტონალის საკითხზე

როგორც მოგეხსენებათ, სანდრო ტონალი "მილანს" გასული სეზონის დასაწყისში "ბრეშიადან" იჯარის წესით შეუერთდა და კლუბში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

MilanNews-ის ინფორმაციით, "როსონერის" ახალი შეთავაზებისთვის ის დრო ამოეწურა, რომელიც აგვისტოში შეთანხმებაში იყო ჩადებული.

მიუხედავად ამისა, ტრანსფერის შანსები კვლავ არსებობს, რადგან კლუბს "ბრეშიას" პრეზიდენტ მასიმო კელინოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, მხარეები კი შეთანხმებაზე მუშაობენ.

კლუბებს შორის მოლაპარაკება მომდევნო დღეებში გაგრძელდება, ტონალის კი კარიერის გაგრძელება "მილანის" მაისურით სურს.

1 თვის წინ
583 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი