"მილანმა" დონარუმას შემცვლელს მიაგნო - ვის მოყვანას შეეცდება კლუბი

"მილანმა" დონარუმას შემცვლელს მიაგნო - ვის მოყვანას შეეცდება კლუბი

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანი" დატოვა და "პარი სენ-ჟერმენს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "როსონერი" დონარუმას ჩანაცვლებას სწორედ ფრანგული კლუბის მეკარით შეეცდება.

როგორც ირკვევა, კეილო ნავასის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსიც" აქტიურად არის დაინტერესებული.

კოსტა-რიკელი მეკარე Transfermarkt.com-ზე 12 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

1 თვის წინ
934 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი