ლიპიმ მანჩინის მოღვაწეობა შეაფასა - მარჩელოს საინტერესო კომენტარი

ლიპიმ მანჩინის მოღვაწეობა შეაფასა - მარჩელოს საინტერესო კომენტარი

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და მსოფლიო ჩემპიონმა - მარჩელო ლიპიმ რობერტო მანჩინის შესახებ ისაუბრა.

" ჟურნალისტი - რომელი უფრო ძლიერი გუნდია, ეს თუ 2006 წლის?

ლიპი - ჩვენ ხომ პენალტების სერიით მოვიგეთ (იცინის). სერიოზულად კი ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს მანჩინიმ როგორი გუნდიც შეკრა. სამუშაოს დაწყების წინ, რობერტომ სხვადასხვა კლუბებს სთხოვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ხშირად ეთამაშებინათ. მან ფეხბურთელებს სიმშვიდე შესძინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკურ ასპექტებთან ერთად.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. ეროვნული ნაკრებები ხშირად იმეორებს იმ საფეხბურთო მიმდინარეობას, რომლითაც მისი ქვეყნის კლუბები თამაშობენ. მანჩინი - გამონაკლისია, რაზეც ალბათ დამეთანხმებით. ის წინდაწინ მოქმედებს. მან დაამტკიცა, რომ ამ სტილით შესაძლებელია მოიგო. იცის, რა არის საჭირო გამარჯვებისთვის და ვიმედოვნებ, რომ ასე გააგრძელებს მუშაობას," -განაცხადა მარჩელომ.

1 თვის წინ
504 / 1
Meskhi
user
Davit მანჩინის იტალია მართლა აღმოჩენაა. ჯერჯერობით საკაიფო ფეხბურთს აჩვენებენ
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი