"მილანმა" ტეოს წასვლის შემთხვევაში მის შემცვლელს უკვე მიაგნო

"მილანმა" ტეოს წასვლის შემთხვევაში მის შემცვლელს უკვე მიაგნო

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ RMC Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პსჟ" -მ ტეო ერნანდესთან მოლაპარაკებას მიაღწია და მცველი ფრანგული კლუბის რიგებს უახლოეს დღეებში შეუერთდებოდა.

ფრანგის წასვლის შემთხვევაში, "როსონერიმ" მის შემცვლელს "ბარსელონაში" მიაგნო.

საუბარია ხუნიორ ფირპოზე, რომელსაც კატალონიური კლუბის დატოვება სურს, რადგან არ აქვს საკმარისი სათამაშო დრო.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის gazzeta dello sport-ის მიხედვით, "შავ-წითლები" მასში 15 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან.

როგორც ცნობილია, კატალონიელთა მწვრთნელ რონალდ კუმანს ხუნიორი გუნდში არ სჭირდება. მან გასულ სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 1 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

1 თვის წინ
867 / 0
Meskhi
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი