logo

"მილანი" სამ მცველიან ტაქტიკაზე გადადის - როდრიგესი სასტარტოში ბრუნდება

"მილანი" სამ მცველიან ტაქტიკაზე გადადის - როდრიგესი სასტარტოში ბრუნდება

პიოლი 4-3-3 ტაქტიკის შეცვლას გეგმავს და მომავალი შეხვედრიდან გუნდი დიდი ალბათობით 3-4-2-1 ფორმაციაზე გადაეწყობა. ეს განლაგება საშუალებას მისცემს როდრიგესსა და კონტის კვლავ დაუბრუნდნეს სასტარტო შემადგენლობას..

"Goal Italia"-ს მტკიცებით, კვირას "იუვენტუსთან" შეხვედრაში ახალ ტაქტიკას ვიხილავთ, რისი მეშვეობითაც ერნანდესს შეტევაში მეტი სივრცე ექნება. ასევე კონტი თავის საყვარელ პოზიციას დაუბრუნდება, რომელთანაც ერთად "ატალანტაში" სახელი გაითქვა.

ნახევარდავის ხაზში ერთ-ერთი ბენასერი იქნება, თუმცა მეორე არჩევანი ჯერჯერობით გაკეთებული არ აქვს. სტეფანოს ორ ვარიანტს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება, ბილია ან კესიე.

რაც შეეხება თავდასხმას, პიოლის რჩეული პიონტეკია. მის უკან კი ორი შემტევი ნახევარმცველი განლაგდება - პაკეტა და ჩალჰანოღლუ, რომლებსაც ასევე მეტი სივრცეები შეექმნებათ.

"მილანი" (3-4-2-1): დონარუმა; დუარტე, რომანიოლი, როდრიგესი; კონტი, ბენასერი, ბილია/კესიე, ერნანდესი; პაკეტა, ჩალჰანოღლუ; პიონტეკი.

11 თვის წინ
946 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ