logo

რაიოლა "მილანს" წლის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს

რაიოლა "მილანს" წლის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს

აპენინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" ნახევარმცველის ჯაკომო ბონავენტურას აგენტი მინო რაიოლა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აგენტი "როსონერისთან" ახალი ხელშეკრულების შეთანხმებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს. მას სურს, რომ თანამშრომლობა 2022 წლის ზაფხულამდე გაგრძელდეს.

თავის მხრივ, "მილანს" აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სეზონის ბოლოს უნდა, რადგან ბოლომდე დარწმუნდეს, დასჭირდება თუ არა გუნდს იტალიელი ნახევარმცველი მომდევნო წელს.

წყაროს ცნობით, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, მინო რაიოლა 30 წლის ბონავენტურას, რომელმაც მიმდინარე სეზონში "მილანის" რიგებში რვა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, "რომას" და "ნაპოლის" შესთავაზებს.


10 თვის წინ
922 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ