დიასმა "მილანის" ფანებს მიმართა - ესპანელის მესიჯი

დიასმა "მილანის" ფანებს მიმართა - ესპანელის მესიჯი

როგორც მოგეხსენებათ, ბრაჰიმ დიასმა "მილანთან" ახალი, 2-წლიანი იჯარა გააფორმა და კლუბის რიგებს 2023 წლამდე დაიცავს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ესპანელმა "როსონერის" ფანებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

"ვერ ვითმენ, ისე მინდა ვნახო მოედანზე ფანების დაბრუნება. მილანს ფანები მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს, რაც საოცარია. 

იმის ცოდნა, რომ ისინი გასულ წელს გვქომაგობდნენ, დიდებული იყო. მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. პატივია, რომ ჩვენი ქომაგები ხართ.

მადლობა ყველა ფანს მხარდაჭერისთვის. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ", - განაცხადა ბრაჰიმ დიასმა მედიასთან.

2 კვირის წინ
485 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი