logo

მალდინი: "რომანიოლი ბურთს რომც არ შეხებოდა პენალტი მაინც არ იყო"

მალდინი: "რომანიოლი ბურთს რომც არ შეხებოდა პენალტი მაინც არ იყო"

"ფიორენტინასთან" დრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პაოლო მალდინიმ "DAZN"-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"ფიორენტინაზე" უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ მათ მსგავსად ერთ ქულას დავჯერდით. ბოლო რამდენიმე მატჩია მსაჯები "მილანის" წინააღმდეგ საკამათო გადაწყვეტილებებს იღებენ და ამას ყურადღება უნდა მიექცეს."

"მიუხედავად ამისა, ყველაფრის მსაჯებზე გადაბრალება უადგილო იქნება. ჩვენ გამოუცდელი გუნდი გვყავს, რომელსაც ანგარიშის შენარჩუნება უჭირს. გაბიამ დიდი პროგრესი განიცადა. მან თავდაპირველად ჯამპაოლოსი, ახლა კი პიოლის ნდობა მოიპოვა."

"კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბრო მთავარ არბიტრზე. მან იბრას გოლი უმალვე გადაამოწმა, თუმცა პენალტის ეპიზოდში მსგავსი რამ არ გააკეთა. რომანიოლი ბურთს რომც არ შეხებოდა პენალტი მაინც არ იყო, რადგან მეტოქეები ერთმანეთს მხრებით შეეჯახნენ, რაზეც ჯარიმა არ ინიშნება ხოლმე."

"თერთმეტმეტრიანის დასანიშნად, თან ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მხოლოდ შეხება საკმარისი არ არის. ბევრ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა, ბევრზეც მიყურებია, თუმცა მსგავსი პენალტი აქამდე არ მინახავს." - განაცხადა მალდინიმ.

9 თვის წინ
1626 / 2
rossoneri-best
user
Milan_fan22 იბრას გოლიც არიყო გასაუქმებელი და პენალტი ხომ საერთოდ გამოიგონა მსაჯმა. მაგრად გვჩაგრავენ მსაჯები და უნდა გაპროტესტდეს ეს აუცილებლად
user
RONALDINIO ეგრე ამოიღეთ ხმა ამ მსაჯების დედას შევეცი მე ეგ ყლის შვილი ნაბიჭვრები ყველას უნდა გააჯმევინონ სამუდამო დისკვალიფიკაციით
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 208
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ