"მილანის" სპორტული დირექტორი პაოლო მალდინი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე საუბრობს და აცხადებს, რომ შვედი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუ როსონერი ჩემპიონთა ლიგაზე გავა:
"ზლატანთან 6-თვიანი კონტრაქტი გვაკავშირებს, თუმცა თუ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, ის გუნდში დარჩება. თუ ლიგაზე ვერ გავალთ, მასთან საუბარი მოგვიწევს."
მილანმა 38 წლის შვედი იანვარში დაიმატა.