logo

აგენტმა "მილანს" მატიჩი შესთავაზა

აგენტმა "მილანს" მატიჩი შესთავაზა

მომავალ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება და მსურველ კლუბებს მათი ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლებათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ნემანია მატიჩია, რომლის გადაბირების სურვილსაც ბევრი კლუბი გამოთქვამს.

სერბი ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედს" აუცილებლად დატოვებს და ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც მისმა აგენტმა მატიჩი შესთავაზა "მილანია". "როსონერის" ნემანიას ვარიანტი ხიბლავს, მაგრამ მისი ყოველ წლიური ანაზღაურება აფერხებს, რომელიც 10 მილიონ ევროს უტოლდება.

გარდა "მილანისა", მატიჩის აგენტმა თავისი კლიენტი კიდევ ორ იტალიურ კლუბს შესთავაზა. პირველი "იუვენტუსია", რომელსაც ზაფხულის გეგმა ჯერ შედგენილი არ აქვს და პასუხი არ გაუცია. მეორე კი "ინტერია", რომლის გეგმებშიც მატიჩი არ შედის და "ნერაძურისგან" უარი მიიღეს.

6 თვის წინ
1194 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 31
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ