ტრანსფერი შედგა – ჟუნიორ მესიასი მილანში ჩამოვიდა [+ვიდეო]

"მილანმა" ჟუნიორ მესიასის თაობაზე "კროტონესთან" შეთანხმებას მიაღწია და ეს ინფორმაცია თავად კლუბის პრეზიდენტმაც დაადასტურა.

ბრაზილიელი სტრაიკერი უკვე ჩამოვიდა მილანში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ტრანსფერი საბოლოოდ დახუროს.

პირობები შემდეგნაირია: 2.6 მილიონი ევრო იჯარისთვის, ხოლო გამოსყიდვის შემთხვევაში 5.4 მილიონი ევრო (+1 მილიონი ევრო ბონუსის სახით).

ახლა კი იხილეთ ვიდეო, რომელშიც ჩანს 30 წლის ფეხბურთელის ჩამოსვლის კადრები.

3 კვირის წინ
733 / 3
საშკა ცხოვრებაშვილი
user
giorgi.u საოცრებაა რაა ლიგაზე გასულ გუნდს ზაფხულში ერთი ტრანსფერი არ გაუკეთებია. ატლეტიკომ გუშინ გრიზმანი დაიმატა და ამათმა ნახევრად პროფესიონალი 30 წლის ფეხბურთელი მოათრიეს სატრანფერო ფანჯრის ბოლო დღეს და თან ამ ყველაფერთან ერთად მინიმუმ 80 მილიონის ღირებულების 2 ფეხბურთელი გაუშვეს გუნდიდან უფასოდ, კაპიტანიც იგივე გზაზე ყავთ შეყენებული. მგონი თბილისის დინამოს შემდეგ ყველაზე დაბალი დონის მენეჯმენტი მილანს ყავს. :))
user
American Milanis done araa, saertod araa milanis done, tan 30 clis da ra gauketebia iseti rom amas asakshi mioansho moiyvanes Ai eg martla arc mesmis da arc gavigeb 
user
zurius + დრიბლინგი, ტექნიკა, სისწრაფე, კარგი შორეული დარტყმა და ჩაწოდებები, თავით კარგად თამაშობს. კონტრშეტევებზე კარგია, უტევს მარჯვენა ფლანგიდან და ცენტრიდან, საჯარიმოშიც სახიფათოა, ტექნიკის ხარჯზე სხვაობის შექმნა შეუძლია.
- დიდ გუნდში თამაშის გამოცდილება არააქვს, ასაკი 30 წლისაა, დაცვით ფაზაში როგორია არ ვიცი.
იდეალურ ტრანსფერს ვერ დავარქმევდი, მაგრამ სატრანსფერო დღის ბოლოსთვის ცუდი არაა. ვნახოთ...
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი