„მილანმა" იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს მიაგნო ["Calciomercato"]

„მილანმა" იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს მიაგნო ["Calciomercato"]

"Calciomercato-ზე" დაყრდნობით, „მილანმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს მიაგნო. სარდარ აზმუნი – ირანელი ცენტრფორვარდი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტიდან".

იტალიური გამოცემა გვატყობინებს, რომ 26 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს რუსულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მეორე მხრივ, „რომაც" განიხილავს სარდარის კანდიდატურას. "Transfermarkt-ის" ვერსიით კი, აზმუნის ღირებულება 25 მილიონი ევროა.

მის ანგარიშზე „ზენიტის" მაისურით 90 მატჩში 58 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

1 კვირის წინ
905 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი